weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროპორციულ უბნებზე სადავოა 597 633 ადამიანის ხმა – თამარ კორძაია

13:09 კვირა, 08 ნოემბერი 2020

„ჩვენი პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები ვერ შეძლებენ შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა თამარ კორძაიამ.

კორძაიას თქმით, ბალანსი არ ჯდება 986 პროპორციული საარჩევნო უბანის შემაჯამებელ ოქმებში და ამ უბნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღემატება. 

„ამ უბნებზე დაკარგული, გამქრალი ხმების რაოდენობა არის 4025. პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 63 335. ამ უბნებზე, რომელზეც არ ჯდება ბალანსი, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633. 

შესაბამისად, სადავოა 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის ამომრჩეველთა 17%-ს, ხოლო მოსულ ამომრჩეველთა 31%-ს. 

სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ის მონაცემები, რასაც ჩვენ ახლა მოგაწვდით არ მოიცავს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გახსნილ ე.წ. სპეცუბნებს. უბნების რაოდენობა მაჟორიტარულში, რომელშიც არ ჯდება ბალანსი არის 2000. ამ უბნებზე დაკარგული, გამქრალი ხმების რაოდენობა არის 13 125. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 81 931, ხოლო მოსული ამომრჩევლის რაოდენობა სადავო უბნებში არის 1 124 554.

არჩევნებზე მოვიდა 1 970 000 ადამიანი. ნახევარზე მეტი ადამიანების ხმების დათვლა უკვე საეჭვოა, იმიტომ, რომ ყველა უბანი 2000-დან არის საეჭვო. შესაბამისად, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 31%-ის ხმები შეუძლებელია დაითვალოს და ეს მონაცმებია საეჭვო“, – განაცხადა კორძაიამ.

ოპოზიციის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღაველს ირაკლი კობახიძეს მიმართა და განაცხადა, რომ მის მიერ დასახელებული ციფრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული და შესწორებული ოქმებიდან მიიღეს. 

„მინდა ხაზი გავუსვა და ირაკლი კობახიძეს მივმართო, რომელიც მუდმივად ამბობს რომ ბლოკი „ძალა ერთობაშია“ საკუთარ გაყალბებულ შემაჯამებელ ოქლებზე დაყრდნობით ლაპარაკობს, არა ბატონო ირაკლი, ჩვენ ამ ციფრებს, რასაც დღეს მოქალაქეებს წარვუდგენთ, ვაჯამებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ოფიციალური ოქმების შესაბამისად. კიდევ უფრო მეტი, ჩვენ ამ ციფრებს ვაჯამებთ შესწორების ოქმებით გადასწორებული ციფრების შესაბამისად“, – აღნიშნა კორძაიამ. 

კორძაიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მოქალაქეების ხმების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]