weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიცია ახალ არჩევნებს, ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

19:50 კვირა, 08 ნოემბერი 2020

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართა: 1. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 20:00 საათამდე მისცეს.

„წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე , რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა - წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირედება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ამ დრომდე ოპოზიციას მხოლოდ უმრავლესობის ვიცე-სპიკერი, გიორგი კახიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს. მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აბსურდულია, რის გამოც ისინი პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23% მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17%; „ევროპულმა საქართველომ“ –3.79 %; „ლელომ“ – 3.15%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15%; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14%; „გირჩმა“ – 2.89%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33%; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]