weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცესკოში ვერავინ ვეღარ შევა და გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები – მელია

20:40 კვირა, 08 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლებენ და იქ დარჩებიან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მთავარი მოთხოვნები - ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა.

ნიკა მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაყენებული სამი მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეასრულა. 

„8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, წამოსულიყვნენ კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია მათთან ურთიერთობიდან არის: „ხვალ იქნებ დავილაპარაკოთ“. 

მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია დღესვე დაგველაპარაკოს. მოქმედების დროც არის. ყველაფერთან ერთად, რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოთქმასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ახლა სჭრდება აღსრულება - ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, მაგრამ შეუწყვეტელი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის, ხალხი იქნება სულ გარეთ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. 

ჩვენ ახლა, ყველა ერთად უნდა წავიდეთ და დავრჩეთ, კომენდანტის საათი უნდა დავუწესოთ ცესკოს შენობას: ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვეღარ გამოვა. სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველანი.

ჩვენ უკომპრომისონი ვიქნებით. არ გეგონოთ, რომ ეს არის უბრალოდ გადაადგილება გადაადგილებისთვის. იქ ახლა ქაჯეთის ციხეა. იქ მოპარეს ერს არჩევნები რეჟიმის დავალებით და ის შენობა ამ რეჟიმის განსახიერებაა. იქ, ხვალიდან, არავინ უნდა შევიდეს და არავინ უნდა გამოვიდეს, ჟვანიას პოლიტიკური თავი სახლში უნდა წავიდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ და აქციის მონაწილეებს ცესკოს შენობისკენ წასვლისკენ მოუწოდა.

მელიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ შემუშავებული გეგმის ერთი ნაწილია. 

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით ხუთი საათია მიმდნარეობს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართა და მათ შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცა. ეს მოთხოვნებია: 1. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

ოპოზიციური პარტიები და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]