weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს

22:01 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გეგმავს. ამის შესახებ დღევანდელ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ბრძოლა არ შენელდება. არათუ არ შენელდება, ყოველდღიურად უამრავი საპროტესტო აქცია გაიმართება სხვადასხვა წერტილში.

რუსთაველის გამზირზე ჩვენ, ძალიან ბევრი, კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რათა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ კობახიძე-ივანიშვილი იძახის 7 ათასს და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი. ამიტომ ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე.

შაბათამდე, ბუნებრივია, ყველა ვიბრძოლებთ და თქვენ ამას დანახავთ ყველა კუთხე-კუნჭულში. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი და შემართება შეზღუდვებითა და ზეწოლით ჩაკლას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის წინ დარჩენას 22:00 საათის შემდეგაც აპირებს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში შევა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით არიან შეკრებილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]