weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან შეთანხმებული პოზიცია – დეკანოიძე

15:13 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ეხმაურება პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ის პარტიებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან“. დეკანოიძის თქმით, ეს განცხადება პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, პარტიის ოფიციალური განცხადება ცალკე გაკეთდება.

ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოემხაურა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, – წერს ჟორჟოლიანი.

გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

 

ამ თემაზე:

სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან – გრიგოლ ვაშაძე პარტიებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]