weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გრიგოლ ვაშაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

15:33 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მის მიერვე ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ვაშაძე Facebook-ზე წერს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას პოლიტიკური კომპონენტი  – მოლაპარაკებები უნდა დაემატოს.

„დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით, სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მონაწილეობას არც მეორე ტურში ვღებულობთ და არც პარლამენტში შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

ამისთვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს. მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია ვაშაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა თქვეს, რომ განცხადებაში ვაშაძის პირადი მოსაზრებაა გამოთქმული და ის პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]