weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია – სააკაშვილი

09:16 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა მოხდეს. სააკაშვილის თქმით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის.

„საქართველოში არჩევნები არის გაყალბებული, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის. დაგვჩაგრეს და შევირგეთ, ვერ დაგვჩაგრავენ და არც შევირგებთ. დედის რძესავით რომ უნდა შეგვარგონ, არ გამოვა. ქართველ ხალხს სიამაყე და ღირსების განცდა აქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

17-18 ნოემბერს საქართველოს შსს-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]