weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობას – ზალკალიანი

11:17 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტით დასტურდება, რომ საქართველო აშშ-ის მთავარი მოკავშირე და დასაყრდენია რეგიონში.

„ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხთან ერთად, ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ სიტუაციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს გარშემო და ბუნებრივია, საქართველოს როლზე.

ამ ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობას და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით – როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, „პომპეოს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყნას შორის მტკიცე პარტნიორობას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას“.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტეის გაძლიერება ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება – ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერის პერიოდში ასევე ეწვევა საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]