weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იმედი მაქვს, ოპოზიციასაც გვექნება პომპეოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა – ვაშაძე

15:05 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდეს.

„უმნიშვნელოვანესია მაიკ პომპეოს ვიზიტი იმიტომ, რომ საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილები და აშშ-ის როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, ამიტომ დაველოდოთ ამ ვიზიტს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ოპოზიციასაც, გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში მასთან, სადაც ვისაუბრებთ იმ უმნიშვნელოვანეს, უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ მედიასთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია პომპეოსთვის აქციების გამართვას არ აპირებს: „შესაძლოა, სიმბოლური ღონისძიებები გვქონდეს, რომ ხალხის განწყობები ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუმცა ამაზე ჯერ გვიმსჯელია“.

საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

 

ამ თემაზე:

თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია – სააკაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]