„უმნიშვნელოვანესია მაიკ პომპეოს ვიზიტი იმიტომ, რომ საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილები და აშშ-ის როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, ამიტომ დაველოდოთ ამ ვიზიტს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ოპოზიციასაც, გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში მასთან, სადაც ვისაუბრებთ იმ უმნიშვნელოვანეს, უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ მედიასთან.
მისივე თქმით, ოპოზიცია პომპეოსთვის აქციების გამართვას არ აპირებს: „შესაძლოა, სიმბოლური ღონისძიებები გვქონდეს, რომ ხალხის განწყობები ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუმცა ამაზე ჯერ გვიმსჯელია“.
საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
ამ თემაზე:
თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია – სააკაშვილი