weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიპლომატების მიერ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა – ვაშაძე

00:30 ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2020

„ერთ რაღაცაში დარწმუნებული ვარ, მოვლენების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად მართალი ვიყავი“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან პარტიებს მოუწოდა პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანისკენ. 

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, ვაშაძემ უპასუხა კითხვას, რითი იყო განპირობებული მის მიერ ამ განცხადების გაკეთება.

„არ მინდა ამ დეტალებში შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ

თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობების მეთაურების მიერ, ჩაიშალა. ყოველ დღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან საელჩოებთან ამ საკითხებზე.

არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ“, – თქვა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მონახოს გამოსავალი და ქართველები აღარ უნდა მირბოდნენ საქართველოს მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, ეხვეწებოდნენ მის ხელმძღვანელებს „რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ, იმიტომ, რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, ამ ეტაპზე გამოსავალია შემდეგი: „საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი, კონსტიტუციური და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ, ამავე დროს, პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვსინჯოთ. თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებების წარმატბით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს, უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში, უკვე ყინვაში დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს; ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაცის საფველზე შეძლებს გაუმკლავდეს უზარმაზარ კრიზისს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]