weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი გადადგა

09:45 ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა დატოვა. გურასპაშვილის განცხადება მერიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ის განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება „სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით“ მიიღო.

„ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია. ამასთანავე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად,

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ, რა თქმა უნდა, ვრჩები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას.

მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება მმართველი ძალა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც“, – წერია გურასპაშვილის განცხადებაში.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გურასპაშვილს „ქართული ოცნების“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ დუგლაძე დაუპირისპირდა იმის გამო, რომ მან პირველივე ტურში ვერ შეძლო გამარჯვება. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დუგლაძემ გურასპაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გიორგი გურასპაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფდა.

გიორგი გურასპაშვილი მერის თანამდებობაზე 2017 წელს, 4 წლის ვადით აირჩიეს. 2014-2017 წლებში ის ხაშურის გამგებელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]