weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკომ 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს დანიშნა

09:52 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება, ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 81 სპეციალური უბანი.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება შემდეგ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში:

№1 - მთაწმინდა, კრწანისი: №2 - შალვა შავგულიძე; №41 - ბექა ოდიშარია

№2 - ვაკე: №2 - ელენე ხოშტარია; №41 - ნოდარ ტურძელაძე

№3 - საბურთალო: №24 - ალექსანდრე ელისაშვილი; №41 - დავით სერგეენკო

№4 - ისანი: №5 - ხატია დეკანოიძე; №41 - კახა კახიშვილი

№5 - სამგორი: №5 - ლევან ხაბეიშვილი; №41 - სოზარ სუბარი

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი: №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; №41 - გიორგი ვოლსკი

№7 - ნაძალადევი: №10 - შალვა ნათელაშვილი; №41 - მიხეილ ყაველაშვილი

№8 - გლდანი: №5 - ნიკანორი მელია; №41 - ლევან კობიაშვილი

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი: №5 - გიორგი ბოტკოველი; №41 - ირაკლი ქადაგიშვილი

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: №5 - ცეზარი ჩოჩელი; №41 - შალვა კერესელიძე

№12 - რუსთავი, გარდაბანი: №5 - დავით კირკიტაძე; №41 - ნინო ლაცაბიძე

№16 - ხაშური, ქარელი: №5 - ნატო ჩხეიძე; №41 - ზაალ დუგლაძე

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: №5 - კახა გეწაძე; №41 - ბეჟან წაქაძე

№23 - ქუთაისი: №5 - გრიგოლ ვაშაძე; №41 - ზაზა ლომინაძე

№27 - ზუგდიდი: №5 - მალხაზ ჯალაღონია; №41 - ირაკლი ჩიქოვანი

№28 - ბათუმი: №5 - ლევან ვარშალომიძე; №41 - რესან კონცელიძე

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: №5 - მიშა ბოლქვაძე; №41 - ანზორ ბოლქვაძე

ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატები არიან: №5 - გრიგოლი შუშანია და №41 - იოსები ხახალეიშვილი.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნების პირველი ტური გაყალბდა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]