weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაიკ პომპეო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასაც შეხვდება

12:59 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა მაიკ პომპეოს საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში ვიზიტი სპეციალურ ბრიფინგზე განიხილეს.

დეპარტამენტის ცნობით, ბრიფინგზე ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოში სტამბოლიდან გამოემგზავრება და შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცებაში. მან ისიც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.

„რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და საქართველოს ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს“, – თქვა ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, აშშ ამ ვიზიტს გამოიყენებს როგორც შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებული რჩება“, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

და ბოლოს, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის დროს შეხვედრას გამართავს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ასევე, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, როგორც მთლიანი პროცესის ნაწილის, ადამიანის და ეკონომიკური უფლებების პატივისცემის შესახებ.

საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]