weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

14:20 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს – ჩამტვრეულია მინა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ოფისი გუშინ დააზიანეს, როდესაც აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობდა და შიგნით არავინ იყო.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ეს იყო კოორდინირებული ქმედება“, –  განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, დღეს დილით თავდასმა მოხდა გლდანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბზეც. როგორც შტაბის წარმომადგენლები ამბობენ, ოფისის ფანჯარა ქვებით ჩაამტვრიეს, საიდანაც შენობაში ბენზინიანი ბოთლი შეაგდეს და მისი მთლიანად დაწვა სცადეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]