weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბიულეტენში დაფიქსირდება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა – ცესკო

18:32 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანდიდატების მიერ უარის თქმის პროცედურას.

„მეორე ტური გაიმართება 21 ნოემბერს, ხოლო მეორე ტურის გამართვიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, რაც არის 10 დეკემბერი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს საბოლოო, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელი იქნება ორი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა სანტურიანმა.

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული პირველი ტური გაყალბდა და ცესკოს მიერ დათვლილი შედეგი მომრჩევლის ნებას არ ასახავს. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება შემდეგ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში:

№1 - მთაწმინდა, კრწანისი: №2 - შალვა შავგულიძე; №41 - ბექა ოდიშარია

№2 - ვაკე: №2 - ელენე ხოშტარია; №41 - ნოდარ ტურძელაძე

№3 - საბურთალო: №24 - ალექსანდრე ელისაშვილი; №41 - დავით სერგეენკო

№4 - ისანი: №5 - ხატია დეკანოიძე; №41 - კახა კახიშვილი

№5 - სამგორი: №5 - ლევან ხაბეიშვილი; №41 - სოზარ სუბარი

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი: №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; №41 - გიორგი ვოლსკი

№7 - ნაძალადევი: №10 - შალვა ნათელაშვილი; №41 - მიხეილ ყაველაშვილი

№8 - გლდანი: №5 - ნიკანორი მელია; №41 - ლევან კობიაშვილი

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი: №5 - გიორგი ბოტკოველი; №41 - ირაკლი ქადაგიშვილი

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: №5 - ცეზარი ჩოჩელი; №41 - შალვა კერესელიძე

№12 - რუსთავი, გარდაბანი: №5 - დავით კირკიტაძე; №41 - ნინო ლაცაბიძე

№16 - ხაშური, ქარელი: №5 - ნატო ჩხეიძე; №41 - ზაალ დუგლაძე

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: №5 - კახა გეწაძე; №41 - ბეჟან წაქაძე

№23 - ქუთაისი: №5 - გრიგოლ ვაშაძე; №41 - ზაზა ლომინაძე

№27 - ზუგდიდი: №5 - მალხაზ ჯალაღონია; №41 - ირაკლი ჩიქოვანი

№28 - ბათუმი: №5 - ლევან ვარშალომიძე; №41 - რესან კონცელიძე

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: №5 - მიშა ბოლქვაძე; №41 - ანზორ ბოლქვაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]