weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია

20:53 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ, 18 ნოემბერს გამართავს. სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

„სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

მაიკ პომპეოს ვიზიტს გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი. მისი შეფასებით, შეცდომაა, რომ სადავო შედეგებით დასრულებული არჩევნების შემდეგ, პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]