weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში – პომპეო

23:37 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

„გახარებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აქვთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება ჩვენს საერთო ერთგულებას  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – წერს სახელმწიფო მდივანი.

მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბრის საღამოს ჩამოფრინდა. ხვალ, 18 ნოემბერს ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

„სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“,– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში  აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

მაიკ პომპეოს ვიზიტს გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი. მისი შეფასებით, შეცდომაა, რომ სადავო შედეგებით დასრულებული არჩევნების შემდეგ, პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]