weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

10:26 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020
აშშ-ის საელჩოს ფოტო აშშ-ის საელჩოს ფოტო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა, რომელსაც ელჩი კელი დეგნანიც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.

„შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ წუთებში სახელმწიფო მდივანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხვდება. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. მისი ვიზიტს დღეს დასრულდება, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]