weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას მაიკ პომპეოს მოადგილე შეხვდება

15:08 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნ მაიკ პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერი შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი ავრცელებს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიესალმება „გაუთვალისწინებელი შეხვედრის“ ჩანიშნვნას და აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერი აშშ-ის მხრიდან ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპაში.

„ის კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, – წერს სააკაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო ისე დატოვა, რომ ოპოზიციას არ შეხვედრია.

გუშინ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ სადავო არჩევნების შემდეგ მაიკ პომპეო მხოლოდ საქართველოს მთავრობას ხვდებოდა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ოპოზიციასა და „ქარტულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც შუამავალი აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]