weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მხარს ვუჭერთ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

16:44 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ოფიციალურმა პირებმა 31 ოქტომბერს ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მან და ევროკავშირის ელჩმა ყველა პარტიის მონაწილეობით შეხვედრებს უმასპინძლეს, რათა ენახათ, შესაძლებელი იყო თუ არა, მოლაპარაკების გზით ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა.

„იმიტომ, რომ რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არის ის, რომ ოპოზიციამ იბრძოლოს პარლამენტში, ბოიკოტი არ გამოუცხადოს კვლავ, იმიტომ, რომ მათ აქვთ ერთგვარი რეფლექსი ქუჩაში გასვლისა და ბოიკოტის გამოცხადების. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მათ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენემა.

მისი თქმით, გასულ ზაფხულს ოპოზიციის მონაწილეობით პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რასაც შედეგად მოჰყვა უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა.

„ამ ახალმა საარჩევნო სისტემამ რეალურად იმუშავა. მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ – ცხრა პარტიით, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ, საარჩევნო ცვლილებების შედეგად უფრო მეტი ქალები არიან პარლამენტში“, – განცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი პრობლემა, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდა, შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ზაფხულში გატარებულ საარჩევნო რეფორმაში.

„ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს, ამიტომ საარჩევნო რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი და ქმედითი, როგორიც შესაძლოა ყოფილიყო თუ ისინი იქნებოდნენ ცვლილების პროცესის ნაწილი პარლამენტის შიგნით.

„ასე რომ, მათი მხრიდან კვლავ ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვას ჰგავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ პარლამენტში შესვლას, საარჩევნო ცვლილებების განხორციელებას, რის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ – ისინი არ ნახავენ – იგივე სახის დარღვევების განმეორებას.

და ეს არის რასაც ჩვენი – აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ მხარი დაუჭირონ: მაგიდასთან მათი მოყვანა არა იმისთვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ მათ რომ იპოვონ, იმუშაონ ერთად, ისწავლონ ერთად მუშაობა – რადგან მოუწევთ ერთად იმუშაონ პარლამენტში, შეიმუშაონ პროგრამა, საკანონმდებლო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მნიშვნელოვან რეფორმას. და მაშინ, თუ იქნება – როცა იქნება ახალი არჩევნები, მიიღებთ უფრო სანდო შედეგებს, რომელსაც ყველა ენდობა და აღარ იქნება ამგვარი კითხვები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]