„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოუწოდებენ ამომრჩეველს, არჩევნებზე არ მივიდნენ.
„ჩვენ, ის 12 მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად ვართ მეორე ტურში, უარს ვაცხადებთ და არ ვიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, რომელიც ივანიშვილმა 31 ოქტომბერს დადგა და უნდა, რომ ეს ყველაფერი გააგრძელოს 21 ნოემბერსაც. ასევე, ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი.
არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ გაყალბებულ არჩევნებში, რომლითაც ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევანი. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები დადიან კარდაკარ და ხალხს ატყუებენ, თითქოს, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში და ამით ცდილობენ, გაყალბებული არჩევნები რაღაცნაირად მიიყვანონ ბოლომდე“, – განაცხადა ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თითოეული მოქალაქე, რომელიც საარჩევნო უბანზე მივა, „გაყალბებულ არჩევნებზე ისევე აიღებს პასუხისმგებლობას, როგორც თამარ ჟვანია იღებს“.
21 ნოემბერს, შაბათს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება მეორე ტურში გადასული ყველა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უარს ამბობენ მასში მონაწილეობაზე.
17 მაჟორიტარული ოლქი და მეორე ტურში გადასული კანდიდატები:
- მთაწმინდა-კრწანისის ოლქი: შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) და ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება)
- ვაკის ოლქი: ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) და ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება)
- საბურთალოს ოლქი: ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) და დავით სერგეენკო (ქართული ოცნება)
- ისნის ოლქი: ხატია დეკანოიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და კახა კახიშვილი (ქართული ოცნება)
- სამგორის ოლქი: ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და სოზარ სუბარი (ქართული ოცნება)
- დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე (გირჩი) და გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება)
- ნაძალადევის ოლქი: შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) და მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება)
- გლდანის ოლქი: ნიკანორი მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება)
- თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება)
- მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქი: ცეზარი ჩოჩელი(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება)
- რუსთავისა და გარდაბნის ოლქი: დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება)
- ხაშურისა და ქარელის ოლქი:ნატო ჩხეიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება)
- ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის ოლქი: კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება)
- ქუთაისის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება)
- ზუგდიდის ოლქი: მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება)
- ბათუმის ოლქი: ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და რესან კონცელიძე (ქართული ოცნება)
- ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი: მიშა ბოლქვაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება)