weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ 12 კანდიდატი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს

12:34 ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020
ფოტოზე - გიორგი ბოტკოველი ფოტოზე - გიორგი ბოტკოველი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატი 21 ნოემბერს გასამართ საქართველოს პარლამენტის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოუწოდებენ ამომრჩეველს, არჩევნებზე არ მივიდნენ.

„ჩვენ, ის 12 მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად ვართ მეორე ტურში, უარს ვაცხადებთ და არ ვიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, რომელიც ივანიშვილმა 31 ოქტომბერს დადგა და უნდა, რომ ეს ყველაფერი გააგრძელოს 21 ნოემბერსაც. ასევე, ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი.

არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ გაყალბებულ არჩევნებში, რომლითაც ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევანი. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები დადიან კარდაკარ და ხალხს ატყუებენ, თითქოს, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში და ამით ცდილობენ, გაყალბებული არჩევნები რაღაცნაირად მიიყვანონ ბოლომდე“, – განაცხადა ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თითოეული მოქალაქე, რომელიც საარჩევნო უბანზე მივა, „გაყალბებულ არჩევნებზე ისევე აიღებს პასუხისმგებლობას, როგორც თამარ ჟვანია იღებს“.

21 ნოემბერს, შაბათს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება მეორე ტურში გადასული ყველა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უარს ამბობენ მასში მონაწილეობაზე.

17 მაჟორიტარული ოლქი და მეორე ტურში გადასული კანდიდატები:

  • მთაწმინდა-კრწანისის ოლქიშალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) და ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება)
  • ვაკის ოლქი: ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) და ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება)
  • საბურთალოს ოლქიალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) და დავით სერგეენკო (ქართული ოცნება)
  • ისნის ოლქიხატია დეკანოიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და კახა კახიშვილი (ქართული ოცნება)
  • სამგორის ოლქილევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და სოზარ სუბარი (ქართული ოცნება)
  • დიდუბე-ჩუღურეთის ოლქიზურაბ გირჩი ჯაფარიძე (გირჩი) და გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება)
  • ნაძალადევის ოლქიშალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) და მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება)
  • გლდანის ოლქი: ნიკანორი მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება)
  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება)
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქი: ცეზარი ჩოჩელი(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება)
  • რუსთავისა და გარდაბნის ოლქი: დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება)
  • ხაშურისა და ქარელის ოლქი:ნატო ჩხეიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება)
  • ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის ოლქი: კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება)
  • ქუთაისის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება)
  • ზუგდიდის ოლქი: მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება)
  • ბათუმის ოლქი: ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და რესან კონცელიძე (ქართული ოცნება)
  • ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი: მიშა ბოლქვაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება)
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]