"ძალიან ვწუხვარ ბაგრამში თქვენი ტრაგიკული დანაკარგის გამო. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს. ასევე მინდა გულწრფელ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოვხატო იმ ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავდენენ “, - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნდა.
რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-ს ძალისხმევაში საქართველოს წვლილს.
უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ტერაქტის დროს დაიჭრა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
25 წლის მდინარი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.