weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამ ფონზე აქციების შეწყვეტა – ბურჯანაძე

14:18 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

„კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების ფონზე აქციების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების გარანტორები იქნებიან ჩვენი ფასილიტატორი ელჩები“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ფასილიტატორი ელჩები შეწუხებული არიან შექმნილი პოლიტიკური კრიზისით და გამოსავალს ეძებენ.

„გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მიღებული იქნა ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები, მაგრამ

ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, გაყალბებით არჩეული და ავუხსენი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და ყველას აიძულებს, მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს“, – განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან.

პოლიტიკოსის განცხადებით, „ელჩებს ძალიან კარგად ესმით, რამდენად მძიმეა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია“.

„სწორედ ამიტომ არიან შეწუხებული და ამიტომ ხარჯავენ ამდენ დროს. ეს, რასაც ახლა აკეთებენ, არ არის ელჩების პირდაპირი საქმე. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ეს არ შედის ელჩების ფუნქციაში, მაგრამ იძულებული არიან წამოვიდნენ ამაზე, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ბატონი კარლ ჰარცელის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყო ნათქვამი ამ შეხვედრაზე. მან თქვა: ჩვენ ვართ ფასილიტატორები, ანუ დამხმარეები კრიზისის გადაწყვეტაში და აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანით და ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად“.

დღეიდან ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებების ფასილიტატორებს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, ინდივიდუალურად ხვდებიან. კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძის გარდა იმყოფებოდნენ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]