weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართველები რაც უფრო მალე მოვნახავთ კომპრომისს, მით უკეთესი – ვაშაძე

18:49 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

„ჩვენს ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები. წერტილი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებას ელოდება.

„2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ საგარეო პოლიტიკური. ამიტომ

ქართველები რაც უფრო მალე მოვნახავთ ერთმანეთში კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს, მით უკეთესი.

დამიჯერეთ, ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პარლამენტში შესვლა, როცა ყველა ოპოზიციური პარტიის და მხარდამჭერების 100 პროცენტი ამის კატეგორიული წინააღმდეგია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს. მოგვიანებით, შეხვედრებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც შეუერთდა.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით დაიწყო.

 

ამ თემაზე:

კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამ ფონზე აქციების შეწყვეტა – ბურჯანაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]