weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაკავებულს, რომელმაც სოციალური მოთხოვნები დააყენა, ჩვენ დავიცავთ – გუგავა

01:32 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი მამაკაცის სამართლებრივ დაცვას პარტია საკუთარ თავზე იღებს.

„ბანკში შევარდნილი, სოციალური მოთხოვნების დამყენებელი დაკავებულის სამართლებრივ დაცვას ჩვენს თავზე ვიღებთ“, – განაცხადა გუგავამ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში 20 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მას სამი მოთხოვნა ჰქონდა – აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. 

„ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში, ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]