ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი ემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.
მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210. ხმის მიცემა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნების პირველი ტური გაყალბდა, რის გამოც მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის მიუხედავად, ისინი საარჩევნო ბიულეტენზე იქნებიან.
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება შემდეგ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში:
№1 - მთაწმინდა, კრწანისი: №2 - შალვა შავგულიძე; №41 - ბექა ოდიშარია
№2 - ვაკე: №2 - ელენე ხოშტარია; №41 - ნოდარ ტურძელაძე
№3 - საბურთალო: №24 - ალექსანდრე ელისაშვილი; №41 - დავით სერგეენკო
№4 - ისანი: №5 - ხატია დეკანოიძე; №41 - კახა კახიშვილი
№5 - სამგორი: №5 - ლევან ხაბეიშვილი; №41 - სოზარ სუბარი
№6 - დიდუბე, ჩუღურეთი: №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; №41 - გიორგი ვოლსკი
№7 - ნაძალადევი: №10 - შალვა ნათელაშვილი; №41 - მიხეილ ყაველაშვილი
№8 - გლდანი: №5 - ნიკანორი მელია; №41 - ლევან კობიაშვილი
№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი: №5 - გიორგი ბოტკოველი; №41 - ირაკლი ქადაგიშვილი
№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: №5 - ცეზარი ჩოჩელი; №41 - შალვა კერესელიძე
№12 - რუსთავი, გარდაბანი: №5 - დავით კირკიტაძე; №41 - ნინო ლაცაბიძე
№16 - ხაშური, ქარელი: №5 - ნატო ჩხეიძე; №41 - ზაალ დუგლაძე
№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: №5 - კახა გეწაძე; №41 - ბეჟან წაქაძე
№23 - ქუთაისი: №5 - გრიგოლ ვაშაძე; №41 - ზაზა ლომინაძე
№27 - ზუგდიდი: №5 - მალხაზ ჯალაღონია; №41 - ირაკლი ჩიქოვანი
№28 - ბათუმი: №5 - ლევან ვარშალომიძე; №41 - რესან კონცელიძე
№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: №5 - მიშა ბოლქვაძე; №41 - ანზორ ბოლქვაძე