weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

იყო მცდელობა ფულის გადაცემა გადაეღოთ და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ – მდინარაძე

14:40 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ ერთი-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდსა და აჭარაში გეგმავდა ამომრჩეველთა მოსყიდვის და ე.წ. კარუსელის იმიტაციის შექმნას.

როგორც მდინარაძემ თქვა, ასეთმა ინფორმაციამ ოპოზციური პარტიის შტაბებიდან „გამოჟონა“.

„ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შემდეგ შორი რაკურსით გადაეღოთ 2-3 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემდნენ და შეექმნათ ფონი, თითქოს, რაღაც მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, თუმცა ცდილობდნენ ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა ყოფილიყო შეუძლებელი.

მეორე - იყო მცდელობა, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეეყვანათ უბანზე და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ. ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ ფიქსირდებოდეს. როგორც ჩანს, ამაზეც უარი თქვეს, თუმცა დაველოდოთ, არაფერია გამორიცხული. მიუხედავად მათი მცდელობისა, არჩვენების კიდევ ერთი ტური დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია, მეორე ტურის ბოიკოტის შესახებ განცხადებების მიუხედავად, ფარულად, მაგრამ მაინც ახდენს ხმის მისაცემად მხარდამჭერების მობილიზებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]