weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ენმ აპირებს გამარჯვება საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცოს – მდინარაძე

18:13 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მეორე ტურის დღეს მოსალოდნელ „პროვოკაციებთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცოს.

„შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება – ესეც მდარე პროვოკაციაა, მითუმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ეგრეთ წოდებული „მოღვაწეობის“ განმავლობაში სულ რუსულ საქმეს აკეთებდა“, – განაცხადა მდონარაძემ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, „რადიკალური ოპოზიციის“ ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დააფიქსიროს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციური პარტია გეგმავს ეს ყველაფერი არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენოს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]