weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

არჩევნებზე ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა, 17-ვე ოლქში გავიმარჯვეთ – კობახიძე

20:41 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

„მიუხედავად ოპოზიცის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები: როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ.

კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის მანდატები ასე გადანაწილება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი, „ლელო“ – 4 მანდატი, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი, „გირჩი“– 4 მანდატი, „მოქალაქეები“– 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე და დაბალი აქტივობით ჩატარდა. 17:00 საათისთვის, 17 მაჟორიტარულ ოლქში ხმა მხოლოდ 443 963 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]