weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

20 საათისთვის აქტივობა 26% იყო – საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა

21:34 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 20:00 საათის მონაცემებით, დღეს, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 26.29% მივიდა, რაც 562 664 ამომრჩეველია.

მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო. ყველაზე მაღალი აქტივობა – 39.29% – აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში, ნაძალადევის ოლქში – 20.04%.

ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა. იოსელიანის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა.

არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და არც მეორე ტურში მონაწილებდნენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მიმდინარეობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]