weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე 17-ვე მაჟორიტარული ოლქი „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო  

09:21 კვირა, 22 ნოემბერი 2020

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილი უბნები სრულად დათვალა და წინასწარ შედეგები გამოაქვეყნა. ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცესკოს შედეგების მიხედვით, დანარჩენ 13 ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში გაიმარჯვა. 

მეორე ტურისთვის ცესკოს წინასწარი მონაცემები ასეთია:

მთაწმინდა, კრწანისის ოლქი: №2 - შალვა შავგულიძე 1727 ხმა (8.43%) და №41 - ბექა ოდიშარია 18769 ხმა (91.57%)

ვაკე: №2 - ელენე ხოშტარია 1378 ხმა (6.28%) №41 - ნოდარ ტურძელაძე 20549 ხმა (93.72%).

საბურთალო: №24 - ალექსანდრე ელისაშვილი 2770 ხმა (10.08%), №41 - დავით სერგეენკო 24697 ხმა (89.92%)

ისანი: №5 - ხატია დეკანოიძე 1879 ხმა (7.85%), №41 - კახა კახიშვილი 22055 ხმა (92.15%)

სამგორი: №5 - ლევან ხაბეიშვილი 3573 ხმა (11.32%), №41 - სოზარ სუბარი 27993 ხმა (88.68%).

დიდუბე, ჩუღურეთი: №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 3188 ხმა (10.05%), №41 - გიორგი ვოლსკი 28522 ხმა (89.95%)

ნაძალადევი: №10 - შალვა ნათელაშვილი 2223 ხმა (8.6%), №41 - მიხეილ ყაველაშვილი 23629 ხმა (91.4%)

გლდანი: №5 - ნიკანორ მელია 3032 ხმა (10.64%), №41 - ლევან კობიაშვილი 28474 ხმა (89.36%)

თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი: №5 - გიორგი ბოტკოველი 5608 ხმა (11.17%), №41 - ირაკლი ქადაგიშვილი 44616 ხმა (88.83%)

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: №5 - ცეზარი ჩოჩელი 2076 ხმა (7.77%), №41 - შალვა კერესელიძე 25728 ხმა (92,53%)

რუსთავი, გარდაბანი: №5 - დავით კირკიტაძე 4012 ხმა (10.31%), №41 - ნინო ლაცაბიძე 35297 ხმა (89.79%)

ხაშური, ქარელი: №5 - ნატო ჩხეიძე 2763 ხმა (8.28%), №41 - ზაალ დუგლაძე 30602 ხმა (91.72%)

ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: №5 - კახა გეწაძე 3488 ხმა (8.06%), №41 - ბეჟან წაქაძე 39810 ხმა (91.94%).

ქუთაისი: №5 - გრიგოლ ვაშაძე 2626 ხმა (8.08%), №41 - ზაზა ლომინაძე 29866 ხმა (91.92%)

ზუგდიდი: №5 - მალხაზ ჯალაღონია 2064 ხმა (6.12%), №41 - ირაკლი ჩიქოვანი 31678 ხმა (93.88%)

ბათუმი: №5 - ლევან ვარშალომიძე 4172ხმა (12.19%), №41 - რესან კონცელიძე 30057 ხმა (87.81%)

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: №5 - მიშა ბოლქვაძე 4293 ხმა (11.81%), №41 - ანზორ ბოლქვაძე 32062 ხმა (88.19%) .

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, მათი მონაცემები ბიულეტენებში მაინც იყო დაფიქისრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]