weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი გადადგა

15:57 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე“, – წერს ნათია მეზვრიშვილი და განსაკუთრებულ მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე – 2017 წლიდან, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო უფრო ადრე – 2013 წლიდან, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. 2007-2009 წლებში ის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურში პროკურორად მუშაობდა, 2009 წლიდან კი გენერალურ პროკურატურაში გადავიდა. ნათია მეზვრიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]