weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე უკანონო მშენებლობისთვის დააჯარიმეს

12:36 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპეციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე 6000 ლარით დააჯარიმა. როგორც უწყებაში განაცხადეს, თამარ მეფის პირველი შესახვევის 27 ნომერში, უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიეტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება.

„ვინაიდან მშენებელმა კანონის შესაბამისად, მითითებულ ვადაში ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, სამსახურმა მშენებლის მიმართ დაჯარიმების შესახებ დადგენილება გამოიცა“, – განაცხადეს მუნიციპალურ ინსპეციაში.

აჭარის ტელევიზიასთან ჯუმბერ ვარდამინიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმება და ჯარიმის გადახდას აპირებს.

ხელვაჩაურის მერი მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც მის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის შესახებ ადგილობრივმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებმა“ დაწერა. გამოცემა წერდა, რომ ჯუმბერ ვარდმანიძემ ტერასულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი ფეშენებელური სახლი (ზღვაზე ხედით) ისე აიშენა, რომ მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურისთვის არ მიუმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]