weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ხვალ გავაცნობთ საზოგადოებას, რა შეზღუდვები დაწესდება და როდიდან – ტიკარაძე

17:31 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

„ხვალ გავაცნობთ საზოგადოებას, რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება და რომელი რიცხვიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მთავრობა ამ დრომდე აგრძელებს კონსულტაციებს ბიზნესთან და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.

„მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და თავის მხრივ, ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამის შემდეგ ველოდებით  ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი. დავაკვირდებით კლების პროცესს, როგორი იქნება შედეგი და აქედან გამომდინარე, ორკვირიანი შეფასების შემდეგ შეიძლება შემოვიღოთ ან უფრო გამკაცრებული სქემა, ან პირიქით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შეზღუდვები სადღესასწაულო პერიოდშიც მოქმედებდეს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა:

„ჩვენ ერთი მხრივ, ვითვალისწინებთ იმ ზიანს, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად, მეორე მხრივ, ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, როდესაც ყველა ველოდებით ახალ წელს, შობას და ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ დაწესდეს ისეთი შეზღუდვები და იმ ვადით, რომ ყველა ეს კომპონენტი მოყვეს ზარალში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს, იმ პერიოდის შემდეგ, რაც ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 197 აქტიური შემთხვევაა. 6145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 886 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 324.

3723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8329 ბინაზე მკურნალობს. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 114 889 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 95 581 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1085 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3366 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]