weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანი ეპიდემიის ზრდის სისწრაფის შეჩერებაა – გახარია

14:58 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ორთვიანი გეგმით და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და სიკვდილიანობის ზრდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღევანდლ ბრიფინგზე, სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას აქვს ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყება და პირველ თებერვალს დასრულდება.

„ეს არის საქართველოს მთავრობის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტრული თარიღებითა და ღონისძებებით. ეს გეგმა დისკუსიის შედეგად არის შედგენილი. ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია ის, რომ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ორთვიანი გეგმით, ეპიდემიის გავრცელების რიცხვებს ასეულებამდე ან ათეულებამდე დავიყვანთ“, – განაცხადა გახარიამ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, 28 ნოემბერდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება ღამის საათებში გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის და შობის ღამე. ასევე იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) ეს შეზღუდვა არ ვრცელდება; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დიდ ქალაქებში იხურება სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა). სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

შეზღუდვები 24 დეკემბრისა და 2 იანვრის შუალედში შემსუბუქდება, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

 

შეზღუდვების შესახებ დეტალურად წაიკითხეთ:

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]