weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა

00:20 სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაჭავარიანი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

უწყების განცხადებით, კოვიდ-19 დაუდასტურდა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

30 ნოემბერს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3126-ით გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტი ახალი შემთვევა - 1622 თბილისში გამოვლინდა. 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3937 პაციენტი, ხოლო 37 – გარდაიცვალა.

მთავრობის ინფორმაციით, 30 ნოემბრისთვის საქართველოში კორონავირუსი 20 305 ადამიანს უდასტურდებოდა, მათგან 6383 საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. 2038 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მათ შორის 466 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) 30 ნოემბრამდე საქართველოში კორონავირუსი სულ 135 584 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 113 986 უკვე გამოჯანმრთელდა, 1267 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]