„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ ეს ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საახალწლო სოფელი წელს ვერ გაკეთდება. დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება. ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწობაში მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ადამიანებს, ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოყოფილია 500 ათასი ლარი, დაწყებულია საკვები პროდუქტების შეძენა და მისი დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება. კალაძის განცხადებით, მერიას გაჭირვებული ოჯახების სრული მონაცემები აქვს.