დავითაშვილს 2017 წელს ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. მიმდინარე წლის 31 ივლისს ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ უსახსრობის გამო ექიმთან წასვლა ვერ შეძლო და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტის შეძენას ვერ ახერხებდა.
კობა დავითაშვილი 1971 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტის სპეციალობით. 1999 წლიდან ის ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ბოლოს, 2012 წელს, საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პროპორციული სიით გავიდა, 2013 წელს უმრავლესობა დატოვა და 2016 წლამდე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ჰქონდა. 2010-2012 წლებში კობა დავითაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.