weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთს ვაქცინა UNICEF-მა გადასცა და არა საქართველოს ხელისუფლებამ – ცახნაკია

23:20 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინიტრი თამაზ ცახნაკია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცა. ე.წ. მინისტრის კომენტარს „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ კი არ გადმოგვცა, არამედ საერთაშორისო ორგანზაცია UNICEF-მა, რომელიც ჩვეულებრივ დაკავებულია ისეთი საკითხებით, როგორიცაა ვაქცინაცია და მედიკამენტები. საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ არაფერს ვიღებთ, მით უმეტეს, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა თამაზ ცახნაკიამ.

მისივე თქმით, ვაქცინების საკითხით დაკავებულია „აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, ზურაბ ლაკერბაია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]