weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა

18:13 ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

ცესკოს თანახმად, ამომრჩეველთა ხმები და საპარლამენტო მანდატები ასე გადანაწილდა:

  • „ევროპული საქართველო“ – 3.79%, მიღებული მანდატების რაოდენობა – ხუთი;
  • ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27.18%, მანდატების რაოდენობა – 36;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14%, მანდატების რაოდენობა – 4;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%, მანდატების რაოდენობა – 1;
  • „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ – 1.33%, მანდატების რაოდენობა – 2.
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15%, მანდატების რაოდენობა – 4.
  • „ლელო“ – 3.15%, მანდატების რაოდენობა – 4.
  • „გირჩი“ – 2.89%, მანდატების რაოდენობა – 4.
  • „ქართული ოცნება“ – 48.22%, მანდატების რაოდენობა – 60.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაშია შესული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მირებული შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

ამ მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 150 მანდატიდან 90 მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ – 60.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]