ელჩმა ეს განცხადება, რომლის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები იყოს შენარჩუნებული. კვირების განმავლობაში ვცდილობთ საერთო შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს დისკუსია 7 პარტიასთან, მხედველობაში მივიღებთ ყველაფერს თუ როგორ წავიდეთ წინ. ყველა ცდილობს ამ ჯადოსნური საერთო გამოსავლის პოვნას. ამ ეტაპე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან საუბრები გრძელდება. ვნახოთ რა იქნება.
ნათელია, რომ ეს დისკუსიები რთული იქნება. აქამდეც ვთქვი, რომ შესაძლებელია გამოსავლის პოვნა, რომელიც აქამდე გამოთქმულ უკმაყოფილებებს უპასუხებს, უზრუნველყოფს სტაბლურობას და განგრძობად დემოკრატიას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ ლიდერა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ელჩებს შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ შეთანხმებული პოზიცია გადასცეს იმისთვის, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ გააცნონ. ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინადადებებს გაიზიარებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პოზიციის მხრიდან ძალიან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ შეთანხმება მოხდეს.