weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ნინო ბურჯანაძის შესაძლო ვიზიტი იაფასიან ხრიკად შეაფასეს

22:06 შაბათი, 12 აგვისტო 2017

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პეტრე გასიევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი შეუძლებელი და ნებისმიერ შემთხვევაში, ოსი ხალხისთვის უსარგებლოა.

"მე არ ვფიქრობ ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში საერთოდ შესაძლებელია. ოსი ხალხისთვის ბურჯანაძე ქართული ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოს წარმოადგენს. გასახსენებელია მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ როდესაც ქართველები სამხრეთ ოსეთის დასაპყრობად წამოვლენ, მისი შვილები პირველ რიგებში ივლიან", - განაცხადა გასიევმა რუსულ გამოცემა "სპუტნიკთან".

მან ნინო ბურჯანაძის განცხადებას იაფასიანი ხრიკი უზოდა და აღნიშნა, რომ ამ გზით ბურჯანაძე საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას ცდილობს.

"ამჟამად ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ არის და ისეთი იაფასიანი ხრიკებით, როგორიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლაა, დივიდენდებს ეძებს. რამდენჯერმე გავიარეთ საქართველოს მხრიდან ჩვენი ხალხის გენოციდი. ამის დავიწყება და პატიება შეუძლებელია. ბურჯანაძე ოსი ხალხის მტერია", - აღნიშნა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აჟიოტაჟი ოკუპირებულ რეგიონებში მისი შესაძლო ჩასვლის ირგვლივ ნაადრევია. ის არ გამორიცხავს, რომ დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდება და მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მსგავსი ნაბიჯებით და მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]