weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვგრძნობ, რომ პარლამენტში შეიძლება ვინმე შევიდეს – თაკო ჩარკვიანი

09:25 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, გრძნობს, რომ შეიძლება ოპოზიციიდან ვინმე მეათე მოწვევის პარლამენტში შევიდეს. ამის შეახებ ჩარკვიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„მე კი ვგრძნობ რაღაცებს, მაგრამ რამდენად შეძლებენ და გაბედავენ ამის გაკეთებას, ვერ გეტყვი, რადგან ძალიან რთული რამ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

ოპოზიციონერის თქმით, ისინი, ვინც პარლამენტში შევლენ, „ბუნებრივად გადაიქცევიან არასამართლებრივ სუბიექტად“.

„ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, თუ ისინი გაუძლებენ ხალხის მიერ, მომიტევონ მაგრამ, პოლიტიკურ სანაგვეს, ურნას, ვერ წარმომიდგენია, თორემ რაღაც სურვილები მეც ვნახე, ალბათ როგორც თქვენ, ამაზე არ ვისაუბრებ. მე რომ გითხრათ, რომ არა, არ ვიგრძენი-თქო, მოგატყუებთ, ეთერში მე არ შემიძლია ტყუილი, გამორიცხულია, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენად შეძლებენ ისინი და ამხელა ტვირთს ზურგზე მოიკიდებენ, ვერ გეტყვით. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ძალიან ღირსეულად დგას სიმაღლეზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციურ პარტიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე დათანხმებას არ განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]