weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მანდატებზე უარის თქმა უნდა დაემთხვას ე.წ. პარლამენტის მუშაობის გახსნას – ნათელაშვილი

17:42 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქ დამხვდება საკუთარი ბუნაგიდან გამომძვრალი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გუშინ მოვიწვიეთ მოლაპარაკებაზე როგორც პარტიის ლიდერი. დამერწმუნეთ, ვიწვები მისი წარმომადგენლების საცოდაობით, რადგან ისინი ვერაფერს ვერ წყვეტენ“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდრმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლაპარაკებებზე შესვლამდე.

ნათელაშვილის თქმით, ხელისფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა შეჩერდეს ხოლმე, მაგრამ არ დამთავრდება მანამ, ვიდრე არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„ხელისუფლება, ივანიშვილი გვთავაზობს, რომ დავთანხმდეთ საარჩევნო რეფორმას და კოსმეტიკურ ცვლილებებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. სამაგიეროდ, ითხოვს, რომ 2024 წლამდე მისი კრიმინალური ბანდა, პარლამენტად წოდებული, დარჩეს ხელისუფლების უმაღლეს მმართველად.

მინდა გამოვრიცხო პრეცედენტი, რომ რომელიმე ოპოზიციური ლიდერი შევა ამ სამარცხვინო კანტორაში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს სურს დაასრულოს საქართველოს ისტორია. მანდატებზე უარი უნდა ითქვას 11 დეკემბერსვე. ე.წ. ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის მუშაობის გახსნას სრულად უნდა დაემთხვას მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის ინფორმაციით, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი არ უნდა შედგეს, რადგან არჩევნები გააყლბეს და ძალაუფლება მიითვისეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]