weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“, სამარცხვინოდ – ნათელაშვილი

21:25 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ოპოზიციამ დააფიქსირა უცვლელი პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევა.

როგორც ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„შემიძლია გითხრათ „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია - პარლამენტში არ შევდივართ. პარლამენტი არ უნდა შედგეს. პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“, სამარცხვინოდ. მთელი მსოფლიოს თვალში კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს არის დანიშნული. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საარჩევნო ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა გადალახეს. მათ 150 მანდატიდან 60 მოიპოვეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ამომრჩევლთა ნებას. ხელახალი არჩევნების გარდა, ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის შეცვლას და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდებიან.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ელჩების შუამავლობით იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]