weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

სიახლე იყო საპარლამენტო და თვითმმართველობის საარჩევნო სისტემებზე საუბარი – ვაშაძე

21:51 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

„დამატებით საუბარია საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, არის საუბარი ფუნდამენტურ რეფორმებზე, არ არის შეთანხმება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებსა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეთანხმება არც სხვა საკითხებზეა მიღწეული და მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ზოგადად, სიახლე ამ მოლაპარაკებებში მათი მხრიდან იყო საარჩევნო სისტემებზე საუბარი, საპარლამენტო და თვითმმართველობის საარჩევნო სისტემებზე, რასაც ისინი განიხილავენ იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს არჩევნებში.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სანამ კონკრეტული პოზიციები არ ჩამოყალიბდება საერთო ოპოზიციურ ფორმატში და სანამ შეთანხმება არ იქნება, არავინ არ განიხილავს პარლამენტში შესვლას. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს გუნდთან დაკავშირებით ბინძური კამპანია იყო დღეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ რაღაც საკითხებს არ დათანხმდება, ცალკე აღებული „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განიხილავს პარლამენტში შესვლას.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს არის დანიშნული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საარჩევნო ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა გადალახეს. მათ 150 მანდატიდან 60 მოიპოვეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ამომრჩევლთა ნებას. ხელახალი არჩევნების გარდა, ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის შეცვლას და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]