weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბევრისთვის მიუღებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მე-3 ვადით მოიპოვა ნდობა – წულუკიანი

01:35 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან არ განიხილება.

ბევრისთვის მიუღებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მე-3 ვადით მოიპოვა ნდობა – წულუკიანი

 

წულუკიანის თქმით, მისი პარტიის ეს პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო და მას მომავალშიც არ ემუქრება ცვლილება.

„არავითარი ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის ჩვენი მხრიდან დაშვებული, არც იდეის დონეზე. რეალურად, საკითხი, რომელიც განხილვას ექვემდებარება და შეიძლება იყოს საერთო ხედვის გამონახვა არის საარჩევნო რეფორმა, უფრო სწორად ამ რეფორმის გაგრძელება. გახსოვთ 8 მარტის შეთანხმება, როდესაც არაერთი ადამიანისთვის ჩვენს რიგებში, მათ შორის ჩემთვისაც მიუღებელი მოდელი, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო, ჩაითვალა კარგ საარჩევნო მოდელად და ოპოზიციის მიერ მოწონებული და ჩვენს მიერ კომპრომისის გზით მიღებული 8 მარტის შეთანხმებით ეს არჩევნები ჩატარდა ამ მოდელით, შესაბამისად, ამ მოდელის შედეგად ჩატარებული შედეგების გადახედვა ჩვენი მხრიდან უბრალოდ დაუშვებელია, რადგან

არავითარი ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტიამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ან „ქართულ ოცნებას“ არ მიუღია ის 48%, რაც ურნაში აღმოჩნდა, არის აბსოლუტური სიცრუე. მესმის, ბევრისთვის გასაოცარია, მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და მესამე ვადით მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობა. ეს რეალობაა“, – განაცხადა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში.

მისი აზრით, ქვეყანაში კლასიკური სახით პოლიტიკური კრიზისი არ არის და ღრმა კრიზისი ოპოზიციურ სპექტრშია.

„მათ თავიდანვე, მანამ, სანამ ხმები დაითვლებოდა, თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიმარჯვა ან ხმები მოიპარა და თავი შეიყვანეს რაღაც ხარისხის კრიზისში. ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, მათ ხელი შევუწყოთ (იმიტომ, რომ ქვეყანას ასე სჭირდება) რომ გამოვიდნენ კრიზისიდან, ვინც ამას შეძლებს და საკუთარ გზას იპოვის და არ დააჩაგვრინებს ნაციონალურ მოძრაობას თავს.

რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნები ამ ქვეყანაში ვერ შედგება და ეს მართლაც არის წითელ ხაზს რომ ეძახიან მოლაპარაკებებში, იმიტომ, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ვატაროთ არჩევნები მანამ, სანამ ოპოზიცია არ დაიჯერებს, რომ მართლა დამარცხდა და არ აქვს ამომრჩევლის იმხელა ნდობა, რომ შექმნას მთავრობა, იყოს უმრავლესობაში პარლამენტში“, – თქვა წულუკიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საარჩევნო ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა გადალახეს. მათ 150 მანდატიდან 60 მოიპოვეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ამომრჩევლთა ნებას. ხელახალი არჩევნების გარდა, ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის შეცვლას და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]