„11-ში არ შევდივარ. შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევდგამთ - არც მე და არც ლევანი. არც განცხადებას ვწერ, არაფერს ვწერ. ჯერ შეთანხმებას ველოდები“, – განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია მთავარი არხის“ ეთერში.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე მივიდა ოთხი საკითხით - ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის შეცვლა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა - და „ქართული ოცნება“ ოთხივეზე უკან იხევს.
„საბავშვო ბაღი ხომ არაა? ელჩებმა გვითხრეს, მოდით, შევხვდეთ, კრიზისი განვმუხტოთ და გვითხრეს - რა გინდათ თქვენ? ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ოთხი რაღაც გვინდა. ოთხივეზე ბრძოლა იყო ოთხი რაუნდი. ოთხივეზე უკან დაიხიეს და ახლა ვუთხრათ, არ გვინდა-თქო? რა ლოგიკაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.